თეგი: მარინა ოვსიანიკოვა

რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას დაკითხვა 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა

რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას დაკითხვა 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ოვსიანიკოვამ განაცხადა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახის წევრებთან დაკავშირების უფლება არ მისცეს. „დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მეგობრებს, კოლეგებს. ორი დღეა არ მიძინია. არანაირი იურიდიული დახმარება არ გამიწიეს, არანაირი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი. დღეს უბრალოდ უნდა დავისვენო", - განაცხადა მარინა ოვსიანიკოვამ. მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა.

მედიის ცნობით, რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს

რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა პოლიციამ დააკავა. მისივე Telegram არხზე განთავსებულ ფოტოზე ოვსიანიკოვა პოლიციის თანამშრომლებს მიჰყავთ. მანამდე, ის ველოსიპედით სეირნობდა. ჯერჯერობით უცნობია მისი დაკავების მიზეზი. ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?“, - ამ შინაარსის ბანერით მან ბოლო აქცია მოსკოვში გამართა.   შეგახსენებთ, რომ რუსული „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, ჯერ კიდევ მარტში მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში საპროტესტო ბანერით შევიდა. ოვსიანიკოვა დააკავეს და "არაკოორდინირებული აქციის მოწყობისთვის" 30 000 რუბლით დააჯარიმეს.

კრემლის კრიტიკოსის, რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას სახლში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მის წინააღმდეგ საქმე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით აღიძრა. ამის შესახებ ოვსიანიკოვამ სოციალურ ქსელში დაწერა. საუბარია მის მიერ რამდენიმე თვის წინ კრემლის სიახლოვეს გამართულ აქციაზე, რომლითაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დაგმო.    შეგახსენებთ, რომ რუსული „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, ჯერ კიდევ მარტში მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში საპროტესტო ბანერით შევიდა. ოვსიანიკოვა დააკავეს და "არაკოორდინირებული აქციის მოწყობისთვის" 30 000 რუბლით დააჯარიმეს. „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?..“ - ამ შინაარსის ბანერით ხელში კი, მარინა ოვსიანიკოვამ კრემლთან ერთკაციანი აქცია ივლისში გამართა.  

რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა შინა პატიმრობაშია

კრემლის კრიტიკოსი, რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა შინაპატიმრობაში იმყოფება. რუსეთის პირველი არხის ყოფილ რედაქტორს შინაპატიმრობაში ყოფნა ოქტომბრამდე მოუწევს. მის წინააღმდეგ საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორაციის გავრცელების ბრალდებას მოიცავს. რუსული მედიის ცნობით, მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.   10 აგვისტოს რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას სახლში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მის წინააღმდეგ საქმე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით აღიძრა. ამის შესახებ ოვსიანიკოვამ სოციალურ ქსელში დაწერა. საუბარია მის მიერ რამდენიმე თვის წინ კრემლის სიახლოვეს გამართულ აქციაზე, რომლითაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დაგმო.    შეგახსენებთ, რომ რუსული „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, ჯერ კიდევ მარტში მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში საპროტესტო ბანერით შევიდა. ოვსიანიკოვა დააკავეს და "არაკოორდინირებული აქციის მოწყობისთვის" 30 000 რუბლით დააჯარიმეს.   „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?..“ - ამ შინაარსის ბანერით ხელში კი, მარინა ოვსიანიკოვამ კრემლთან ერთკაციანი აქცია ივლისში გამართა.